საქართველოს აეროპორტის მიერ რეგულარული და არარეგულარული რეისებით გატარებული მგზავრების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები სულ 362 ათას 669 მგზავრს მოემსახურა, ეს იმ ფონზე როდესაც გასული წლის ანალოგიურ პოერიოდში აეროპორტებმა სულ 361ათას 618 მგზავრი გაატარა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აეროპორტებში მგზავრთნაკადი წელს მხოლოდ 0,29%-თა გაზრდილი.