ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 21 ათას 230 მგზავრს მოემსახურა, ეს იმ ფონზე, როდესაც აეროპორტმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 31 ათას 6 მგზავრი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წელს მგზავრთნაკადი 32 %-ითა შემცირებული. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვითვე, 2015 წლის პირველ კვარტალში, 2013 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 20 %-ითაა შემცირებული.