თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელს 10 %-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში რეგულარული და არარეგულარული რეისებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 307 ათას 929 მგზავრს მოემსახურა, ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტმა 278 ათას 947 მგზავრი გაატარა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ 2015 წლის იანვარ-მარტში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი.