რუსმა მილიარდელმა რომან აბრამოვიჩმა ებრაულ კომპანია Music Messenger-ში, რომელმა მობილური მოწყობილობებისთვის სპეციალური აპლიკაცია შექმნა და რომლის საშუალებითაც მუსიკის გაცვლა მოხდება საჭირო თანხის 50 %-ი ჩადო. ირკვევა, რომ პროგრამის გაფართოებისთვის და მისი ზრდისთვის ”ჩელსის” მფლობელის მიერ 15 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება მოხდა.
სტარტაპმა ყურადღება მიიპყრო ასევე და გარკვეული კაპიტალი მიიღო შვედი მუსიკოსის ბენი ანდერსონისგან, რომელიც ჯგუფ ”აბბას” წევრი იყო. ასევე პროგრამის გაფართოებით დაინტერესდნენ და პროექტის შექმნაში ფინანსურადაც მონაწილეობენ სხვა ცნობილი მუსიკოსები თუ მათთან დაახლოებუილი პირები. საერთო ჯამში კი Music Messenger-მა 35 მლნ დოლარის ვენჩერული ინვესტიცია შეაგროვა. აღსანიშნავია, რომ თავად კომპანის ღირებულება ამ დროისათვის 100 მლნ დოლარს შეადგენს.
Music Messenger-ი ისრაელელი მეწარმეების მიერ 2014 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ Music Messenger-ი მელომანებს საშუალებას მისცემს უფასოდ გაცვალონ პლეი ლისტები და ერთმანეთს თავიანთი საყვარელი ტრეკები გაუგზავნონ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროგრამის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველთვიურად 1 მლნ მომხმარებლით იზრდება და ამ დროისათვის პროგრამა 10 ენაზეა ხელმისაწვდომი.
ამ ზაფხულს Music Messenger-ი გაეშვება ჩინეთში, ხოლო შემდეგ რუსეთში, ბრაზილიასა და ინდოეთში.