კონკრეტულად რომელი უწყება განთავსდება ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
"ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტრომ დაასრულა სამუშაოები ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის ეკონომიკის სამინისტროს განკარგვაში გადმოდის. ამ შენობის შემდგომ ბედზე იმსჯელებს მთავრობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც ათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს.
,,ძალიან დაბალი ინტერესია ამ შენობის მიმართ, რადგან მისი ფუნქციონალური მოწყობა ძალიან მკვეთრად არის განსაზღვრული უმაღლესი თანამდებობის პირისთვის. ამიტომ მარკეტინგულად ძალიან რთულია იმ დანახარჯების ანაზღაურება, რაც საკმაოდ მაღალი იყო ამ შენობის შემთხვევაში", - გააცხადა კვირიკაშვილმა.