აშ-ში არის შენობა, რომელსაც ცათამბჯენი ეწოდება და ის თავისი სიმაღლის გამო მსოფლიოში ყველაზე დაბალ ცათამბჯენად მიიჩნევა.
როგორც ProfiDom -ი იტყობინება, ცათამბჯენის სიმაღლე 12 მეტრია და ის სულ რაღაც 4 სართულს მოიცავს.
გასული საუკუნის დასაწყისში, იმ ტერიტორიაზე სადაც ყველაზე პატარა ცათამბჯენი მდებარეობს, ნავთობი აღმოაჩინეს და ცხადია მოსახლეობამაც მიმდებარედ დაიწყო ცხოვრება და გამრავლება. ამ პროცესის გამო კი სულ მალე საბინაო პრობლემები წარმოიქმნა.
პრობლემა ადგილობრივმა ინჟინერმა გადაწყვიტა, რომელმაც მაღალი შენობა დააპროექტა და ცათამბჯენი უწოდა. შენობის სიმაღლე იდეაში 480 ფუნტი უნდა ყოფილიყო. დაიწყო მშენებლობა და მის დასრულებამდე ვერავინ ვერ შენიშნა, რომ დაპროექტებისას მოხდა შეცდომა და საპროექტო ნახაზში სიმაღლე ფუტის ნაცვლად დიუმებში იყო მიწერილი.