ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს ვიზიტით 22 აპრილს ჩამოვა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრებს 23 აპრილს გამართავს. პროგრამის მიხედვით, ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში პირველ შეხვედრას თავის ქართველ კოლეგასთან გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაცის ინფორმაცით, დაგეგმილია პრეზიდენტების, როგორც პირისპირ ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრის შემდგომ კი (12:00-12:30 საათზე) პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია შედგება. 23 აპრილსვე ალექსანდრე ლუკაშენკო (12.40-12.50 საათზე) გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შეამკობს.
24 პრილს კი ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი და შეხვედრები ბათუმში გაგრძელდება. დაგეგმილია ლუკაშენკოსა და აჭარის მთავრობის მეთაურის არჩილ ხაბაძის შეხვედრა. ალექსანდრე ლუკაშენკოს აჭარაში ვიზიტის ფარგლებში მოხდება ასევე ბათუმისა და ბრესტის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელსაც ორივე ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრება.
ცერემონიალის შემდგომ კი გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრე ლუკაშენკო აჭარაში, ადგილობრივ საწარმოებს დათვალიერებენ, ხოლო მოგვიანებით კი ხელოვნების მოღვაწეთა კონცერტს დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.