რაჭა – ლეჩხუმში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაცემულია 5 მილიონზე მეტი ოდენობის 22 სესხი, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
როგორც დღეს რაჭაში პროექტის ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რაჭა – ლეჩხუმში გადაიარაღებულია 5 საწარმო, რომლებსაც მიეცათ 2 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება.
”საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს 23 ათას 328 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 1 მილიონზე მეტი ღირებულების სარგებელი.
გასულ წელს 24 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო 1 მილიონზე მეტი სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის და 84 ათასზე მეტი ლარის სარგებელი მიწის სამუშაოების სახით. 2013 წელს 20 ათას 938-მა ბენეფიციარმა მიიღო 3 მილიონზე მეტი სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ხოლო 45 ათასზე მეტი სარგებელი - მიწის სამუშაოების სახით”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის წარდგენისას.