საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე. სამცხე ჯავახეთაში, ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ბიზნეს იდეების კონკურსი. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ გვერდის მეშვეობით 2015 წლის 18 მაისამდე გაგრძელდება.
18 აპრილს აბროლაურში 12 საათზე საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თავად გააცნობს ჭრებალოს ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების ინიციატივას, რის შემდეგაც ქეთევან ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ისაუბრებს პროექტის დეტალებზე.
შეკრებილ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნებათ შეკითხვები დაუსვან მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორს, გიორგი ციკოლიას და გაიცნონ რაჭის რეგიონში პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
2015 წლის 15-20 აპრილს აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს საინფორმაციო სახის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში.პროექტისფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ:
- წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა
- გაიღრმავონ ბიზნეს უნარები
- გამოიყენონ შესაძლობა მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება: 5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე
შენიშვნა:
შეხვედრები 21 აპრილამდე გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს შემდეგ რეგიონებს:
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, 18 აპრილი
ამბროლაური
იმერეთი, 20 აპრილი
საჩხერე
ზესტაფონი
თერჯოლა
ბაღდათი
ქუთაისი