ხვალ, 2015 წლის 18 აპრილს, 11.00 საათზე, მარნეულში, სოფელ ჯანდარში, შპს „აგროინვესტ 146“-ის სამაცივრე კომპლექსის გახსნას დაესწრებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვგან აბდულაევი, ქვემო ქართლის რეგიონში რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი და სხვა ოფიციალური პირები.
შპს „აგროინვესტ 146“-ის სამაცივრე მეურნეობა ქვემო ქართლის რეგიონს მოემსახურება. კომპლექსი 2 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და გათვლილია 2100 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქტსა და 1000 ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე. სამაცივრე მეურნეობაში დაახლოებით 50 ადამიანი დასაქმდება. კომპლექსის საერთო ღირებულება 7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.