საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რიგაში ლატვიელი და ქართველი საქმიანი წრეების წარმომადგენლეთა ბიზნეს ფორუმი გაიმართა, სადაც ქართველმა ბიზნესმენებმა ლატვიელ კოლეგებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. შეხვედრისას ლატვიელმა და ქართველმა ბიზნესმენებმა ორი ქვეყნის ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოს საინვესტიცო შესაძლებლობები და საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შემდგომ ახალ პერსპექტივები.
შეხვედრაში ქართული დელეგაციის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგლიმ.
ლატვიის მხრიდან შეხვედრას ლატვიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ლატვიის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი, და 50-მდე ლატვიელი ბიზნესმენი დაესწრო .
--