Nokia-მ, რომელმაც დღეს ფრანგული Alcatel-Lucent-ის შთანთქმის შესახებ განაცხადამ არ გამორიცხა, რომ სამომავლოდ ონლაინ-რუკის ბიზნესი HERE გაყიდოს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, კომპანია მალე საკუთარ სტრატეგიას გადახედავს და ამის შემდეგ მიიღებს საბოლო გადაწყვეტილებას, HERE სრულად მოიშოროს, თუ კომპანიის ნაწილი დათმოს.
HERE-ს რუკები ერთ-ერთი არც თუ ისე მოთხოვნადი პროდუქტია, რომელიც Nokia-მ მობილური მოწყობილობების ბიზნესის Microsoft-თვის მიყიდვის შემდგომ დაიტოვა.
აღნიშნული გარიგების შემდეგ ფინელებმა რუკების ბაზარზე პოზიციების გამყარება დაიწყეს და 2014 წლის ბოლოსათვის, HERE-მა Android-სმარტფონებისათვის სპეციალური პროგრამაც გამოუშვა.