თურქული ლოუკოსტი Atlasjet-ი სამომავლოდ კიევი-თბილისის მიმართულებით რეისების განმხორციელებას გეგმავს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, Atlasjet-ის უკრაინულმა შვილობილმა უკრაინის შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები უკვე დაასრულა მალე 29 მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. უკვე ცნობილია, რომ Atlasjet-ის უკრაინულის შვილობილის საბაზისო აეროპორტი ლვოვის აეროპორტი იქნება. უკვე ცნობილია, რომ Atlasjet-ი უკრაინიდან რეგულარულის გარდა ჩარტერული რეისების განხორციელებასაც აპირებს, საუბარია თურქეთის, ჩერნოგორიისა და ეგვიპტის სხვადასხვა კურორტების მიმართულებებზე.
Atlasjet Ukraine რეისებს თავდაპირველად 4 ერთეული Airbus 320-ით შეასრულებს, თუმცა სამომავლოდ ფლოტს 15 ლაინერამდე გაზრდის.