16-19 აპრილს თბილისში, ვარდების მოედანზე 13 საათზე თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის ინიციატივით უკვე მეორედ უჭერს მხარს ზემოხსენებულ ღონისძიებას და აქტიურად ახორციელებს საფეიქრო ინდუსტრიის ადგილობრივი წარმომადგენლებისა და საერთაშორისო მყიდველების დაკავშირებას.
წელს მოდის კვირეულის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით თბილისს რამდენიმე მსხვილი კომპანიის ე. წ. buyer-ი (მყიდველი) ესტუმრება, მათ შორის ისეთი კომპანიების წარმომადგენლები როგორიცაა: “Rainbowwave”, "Bloody Gray PR". საქართველოს ასევე ეწვევა თურქეთის ტანსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის გენერალური მდივანი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. აღნიშნული ორგანიზაცია უმსხვილესია თურქეთის მაშტაბით და დიდი ზეგავლება აქვს რეგიონში საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებაზე, შესაბამისად მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების მათთვის წარდგენა და ქართულ საფეიქრო ფაბრიკებში დაგეგმილი ვიზიტების განხორციელება.
წლევანდელ ღონისძიებაზე მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საფეიქრო ინდუსტრიის წარმოსაჩენად განთავსდება სტენდი, სადაც ადგილობრივი საფეიქრო ფაბრიკა „ელსელემა“, „ლევანტო“, „ვოგი“, „ივერია უნიფორმსი“ „უნისტილი“ და „გეფერინი“საკუთარ პროდუქციასწარმოადგენს. კვირეულის ფარგლებში, ჩვენებებს შორის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დაათვალიერონ შოუ-რუმი და იხილონ საქართველოში შეკერილი პროდუქცია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წინა მოდის კვირეულზე მოხდა ქართული კომპანია „ვოგი“-სა და მსოფლიო ბრენდის Harvey Nichols დაკავშირება, რის შედეგადაც კომპანიებს შორის გაფორმდა პირველადი თანამშრომლობის ხელშეკრულება.
წლევანდელ მოდის კვირეულს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრება მათ შორის: VOGUE იტალია; რუსეთის L’Officiel-ი. Style.com-თვის თბილისს ეწვევა ე.წ Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი. ღონისძიებას ასევე ესტუმრებაუკრაინის მერსედეს ბენცის მოდის დღეების დამფუძნებელი. აღსანიშნავია, რომ მოდის კვირეული ყაზახეთის ELLE-ში, აზერბაიჯანულ NARGIS-ში, რუსულ INTERVIEW-სა და სხვა გამოცემები გაშუქდებდა.
საფეიქრო ინდუსტრიის განვითარება “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეშვეობით ხორციელდება პროგრამისთ მოსარგებლე მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და სპეციალური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. ამასთანავე მეწარმეობის განვითარების სააგენტო ეხმარება ადგილობრივ მწარმოებლებს წარადგინონ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო გამოფენებზე.