ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი სტარტაპ Eaze-ის ერთ-ერთი ინვესტორია. თავად კომპანია Eaze-ის მთავარი სპეციალიზაცია კი აშშ-ს მასშტაბით სამედიცინო მარიხუანის სწრაფი მიწოდებაა, აღნიშნულის შესახებ The New York Post-ი წერს.
კომპანია Eaze სოციალური ქსელის Yammer-ის ყოფილი თანამშრომლის კიტ მაკკარტის მიერაა დაფუძნებული, რომელმაც თავის დროზე საფინანსო ფონდებიდან: DCM Ventures, Fresh VC, 500 Startups და Snoop Dogg's Casa Verde Capital 10 მლნ დოლარის ფინანსური რესურსის მოძიება შეძლო.
ცნობილმა სტარტაპმა პირველი პროექტის დასაფინანსებლად საერთაშორისო ინვესტორებიდან 1,5 მლნ დოლარი მიიღო. კომპანიას პირველი 9 თვის გამავლობაში 30 ათასი მიწოდება განახორციელა, რაც დამწყები კომპანიისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. დაკვეთების ზრდის ფონზე, კომპანია საშტატო ერთეულის ზრდას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მ 20 შტატში მარიხუანას ლეგალიზაცია უკვე მოხდა.