14 აპრილს, კომპანია „თეგეტა მოტორსსა“ და სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თეგეტა მოტორსის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ და სააგენტოს დირექტორმა გიორგი ციკოლიამ მოაწერს. ხელმოწერა თეგეტა მოტორსის სათაო ოფისში შედგა.
მემორანდუმის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსი“ მიკრო და მცირე მეწარმეობის კონკურსის გამარჯვებულ ბენეფიციარებს, რომელთა ბიზნეს გეგმა დაკავშირებული იქნება კომპანიის საქმიანობის სფეროსთან (ავტო/ტექმომსახურებასთან), ტექნიკურ–საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიონალურ ზრდას.
მჯემორანდუმის ფარგლებში თეგეტა მოტორსი უზრუნველყოფს გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით:
- მეწარმეთა საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების მონიტორინგი და ავტოსერვისისთვის მისი ვარგისიანობის რეკომენდება;
- ავტოსერვისის მომსახურებების სფერო (ზეთის გამოცვლა, ვულკანიზაცია, დიაგნოსტიკა, ავტოსამრეცხაო და ა.შ.);
- აზომვითი სამუშაოები, ტექნიკური ნახაზის შესრულება, დაგეგმარება;
- დანადგარების და აპარატურის შერჩევა;
- დანადგარებზე მუშაობის შესწავლა შპს „თეგეტა მოტორსი“–ის ბაზაზე;
- დანადგარების მონტაჟი და საგარანტიო მომსახურეობა უთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში;
- სერვისისთვის საჭირო დანადგარების და ინსტრუმენტების სპეცფასებით მიწოდება ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში;
- მცირე ავტო მაღაზიის გახსნის მიზანშეწონილობის რეკომენდება;
- მაღაზიის შემთხვევაში პროდუქციის საბითუმო ფასებით მიწოდება;
- პროდუქციის ადგილზე მიწოდებით მომსახურება, ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში;
- საჭირო სასაქონლო მარაგების შექმნაში რეკომენდაციების მიცემა;
- საჭირო პროდუქტებში კონსულტანტის მომზადება; კადრების მომზადება.
2015 წლის 15 მარტიდან საქართველოს რეგიონებში, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად.