ობამა კომპრომისზე მიდის. თეთრი სახლის ლიდერი კონგრესს ირანის საკითხთან დაკავშირებით კოორდინირებულ მუშაობაზე შეუთანხმდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედა და იმ კანონპროექტს მოაწერს ხელს, რომელიც კონგრესს ირანთან ნებისმიერი შეთანხმების გაუქმების უფლებას აძლევს. ისტორიულ შეთანხმებას თეირანმა და საერთაშორისო ექვსეულმა ლოზანაში აპრილის დასაწყისში მიაღწიეს. სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ირანი ბირთვული პროგრამის შემცირებას დათანხმდა.