საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე.
სამცხე ჯავახეთაში, ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ამჯამად მიმდინარეობს ბიზნეს იდეების კონკურსი. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ გვერდის მეშვეობით 2015 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება.
პროექტისფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ:
- წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა
- გაიღრმავონ ბიზნეს უნარები
- გამოიყენონ შესაძლობა მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება: 5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე
2015 წლის 15-20 აპრილს აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით დაგეგმილია საინფორმაციო სახის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია და რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა პასუხის ფორმატით. შესაბამისად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისა და განმახორციელებლებისგან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და ჩაერთოს ახალ სამთავრობო ინიციატივაში.
პირველი საინფორმაცი სახის შეხვედრა დაგეგმილია 2015 წლის 15 აპრილს ქ. რუსთავში. 11 საათზე რუსთავის თეატრში (მისამართი ფიროსმანის ქ.N 7) შეკრებილ საზოგადოებას ქეთევან ბოჭორიშვილიგიორგი ციკოლია გააცნობენ მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის დეტალებს, ხოლო 15 საათზე მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი შეხვდება მარნეულის მოსახლეობას მარნეულის კულტურის სახლში (მისამართი რუსთაველის ქ. N 10). საქართველოს მაშტაბით შეხვედრები 21 აპრილამდე გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს შემდეგ რეგიონებს:
სამცხე-ჯავახეთი, 16 აპრილი
ახალციხე
ახალქალაქი
ბორჯომი
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, 17 აპრილი
ლენტეხი
ცაგერი
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, 18 აპრილი
ამბროლაური
იმერეთი, 20 აპრილი
საჩხერე
ზესტაფონი
თერჯოლა
ბაღდათი
ქუთაისი