ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა საფრანგეთია. როგორც The Local-ი იტყობინება, საფრანგეთმა აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება ამ დროისთვისაც მოახერხა.
აღნიშნული შედეგი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე დაიდო. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საფრანგეთს, მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე მეტი ტურისტი ეწვია.
ქვეყანამ პოზიციის შენარჩუნება, ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის ზრდის ფონზე მოახერხა.
2014 წელს შამპანურის სამშობლოს 83,7 მლნ უცხოელი ტურისტი ყავდა, რაც მხოლოდ 0,1% -ოთ მეტია 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში მოელიან, რომ 2020 წლისთვის ქვეყანა ტურისტების რაოდენობას 100 მლნ-მდე გაზრდის.