საბერძნეთის ერთ-ერთი წამყვანი ტუროპერატორი Mouzenidis Travel-ი საკუარ პაკეთებს ახალ მიმართულებას ამატებს. საუბარია საბერძნეთიდან, კერძოდ კი სალონიკიდან თბილისი მიმართულებით ავიარეისების დანიშვნაზე. პირდაპირი ავიარეისების, სალონიკი-თბილისი-სალონიკის, შესრულება 9 ივნისიდან დაიწყება და მას ავიაკომპანია Ellinair-ი განხორციელებს, რომელიც Mouzenidis Group-ის შემადგენლობაში შედის. რეისები კვირაში ერთჯერ, სამშაბათობით განხორციელდება.
Mouzenidis -ი აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენას 20 ოქტომბრამდე გეგმავს.
ბილეთების დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელია ტურ-ოპერატრის Mouzenidis Travel-ისა და ავიაკომპანია Ellinair-ის ვებ-გვერდებიდან.