2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2279 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 503 მლნ. აშშ დოლარი იყო (28 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1776 მლნ. აშშ დოლარი (3 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მარტში 1273 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 21 აპრილს.