ორგანიზატორი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, თბილისის მერია, საქართველო–ირანის სავაჭრო–სამრეწველო პალატა.
მე–17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიას“ მე–11 პავილიონში 2015 წლის 16-18 აპრილს. გამოფენის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ წინასწარ დაგეგმონ დასვენება სხვადასხვა მიმართულებით, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია და შეიძინონ ტურისტული პაკეტები ექსკლუზიურ ფასად.
წარმოდგენილი ქვეყნები:
საქართველო, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, შვეიცარია, რუსეთი, ლიტვა, პოლონეთი.
გამოფენისა და ფესტივალი მონაწილეები:
საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, ტურ ოპერატორები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურისტული აღჭურვილობა, სათავგადასავლო და ეკო ტურები, ავიაბილეთები, სატრანსპორტო კომპანიები, საქმიანი ტურიზმი, დაზღვევა, საკონსულტაციო მომსახურება, განათლება.