საქართველოს ბანკი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგს აქვეყნებს. ბანკის ინფორმაციით, . 9, 10,11 და 13 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება. მომხმარებელს ინფორმაციის მიღება, მოქმედი სერვისცენტრების შესახებ, საქართველოს ბანკის, სატელეფონო მომსახურების ცენტრში 2444444 ნომერზე დარეკვით შეეძლება. შაბათს, 11 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და Expressბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.
მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 9 ან 10 აპრილისაშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლია 14აპრილს. საქართველოს ბანკის, სატელეფონო მომსახურების ცენტრი 11 აპრილის 22:00 საათიდან 13 აპრილის 10:00 საათამდე, არ იმუშავებს. დანარჩენი დღეები ჩვეულ 24 საათიან რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.
14 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.