„ვითიბი“ ჯგუფმა, Randstad Award 2015–ის პრესტიჟულ რეიტინგში, მოიპოვა ჯილდო ნომინაციაში, „წლის ყველაზე მიმზიდველი დამსაქმებელი, ფინანსური მომსახურების სფეროში“.
Randstad Award – არის ერთადერთი ჯილდო, თავის სფეროში, რომელიც ასახავს ხალხის რეალურ მოსაზრებას: რას ფიქრობენ ისინი რეალურად, ამა თუ იმ კომპანიის შესახებ. კვლევა ფოკუსირდება სამ ძირითად ასპექტზე: ბრენდის ცნობადობა, მისი, როგორც დამსაქმებლის, აბსოლუტური და შედარებითი მიმზიდველობა.
რესპოდენტები, პირველ რიგში, აფასებდნენ დამსაქმებლის შერჩევის საკვანძო კრიტერიუმების მნიშვნელობას და ასევე პასუხობდნენ დამატებით კითხვებს. მათ შორის – ქცევა და უპირატესობა შრომის ბაზარზე, სამუშაო ადგილის გამოცვლის მიზეზები და გეგმები, ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს თანამშრომლობის გაგრძელება არსებულ დამსაქმებელთან, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიების თანამედროვე არხები.
„ჩვენთვის დიდი პატივია, გავხდეთ Randstad Award–ის ჯილდოს ლაურეატები –განაცხადა „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“–ს ვიცე–პრეზიდენტმა, პერსონალის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი დოლიძემ – კვლევა ადასტურებს ადამიანების პოზიტიურ დამოკიდებულებას, „ვითიბი“–ს ბრენდის მიმართ, ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასია საზოგადოებისგან, საუკეთესო დამსაქმებლის აღიარების მოპოვება“.
ცნობისთვის:
Randstad Award — თავისი კონცეფციით, წარმოადგენს უნიკალურ ჯილდოს, რომელიც ყველაზე მიმზიდველ დამსაქმებელს ენიჭება, დამოუკიდებელი ონლაინ–გამოკითხვის შედეგების მიხედვით. Randstad Award ფუნქციონირებს 2000 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს დამოუკიდებელ კვლევას, სფეროში „employer branding“ – დამსაქმებლის ბრენდის მიმზიდველობა. დღეის მდგომარეობით, კვლევა მოიცავს მთელი მსოფლიოს 3000–ზე მეტ კომპანიას.