”ბუნებრივი აირის ქსელში ჩაირთვება შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფელი”, აღნიშნული დაპირება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორში პროექტის ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ წარდგენისას გასცა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასეთია გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის მუნიციპალიტეტის 50-ზე მეტი სოფელია. ”დამეთანხმებით, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას ცხოვრების ადამიანური პირობები”, აღნიშნა ღარიბაშვილმა.