Apple-ს თანამშრომლები Apple Watch-ის შეძენისას ფასდაკლებით ისარგებლებენ. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა საკუთარ თანამშრომლებს ელექტრონული ფორმით წერილები დაუგზავნა, სადაც მადლობასთან ერთად კუკი თანამშრომლებს კომპანიის ლოიალობის შესახებ ატყობინებდა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საკუთარ თანამშრომლებს მაილის საშუალებით აუწყა, ისინი ”ჭკვიანი საათის” შეძენისას ფასდაკლებით ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ ამ პრაქტიკისთვის ”ჩაკბეჩილ ვაშლს” სხვა დროს არ მიუმართავს და ეს პირველი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ საუბარია სოლიდურ, 50 %-იან ფასდაკლებაზე.
ფასდაკლების აქცია 90 დღეს გასტანს და ის 10 აპრილიდან დაიწყება.