IATA-სა და კომპანია Henley & Partners-ის მიერ შედგენილი ტურისტული თავისუფლების რეიტინგში საქართველო 68-ე ადგილზეა. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იქნა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რა რაოდენობის ქვეყნების ტურისტებს შეუძლიათ სახელმწიფოში უვიზოდ შესვლა. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მოწინავეა რეიტინგის მაჩვენებელიც. არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, ანუ ვინაიდან საქართველოში შემოსვლა უვიზოდ 62 ქვეყანის მოქალაქეს შეუძლია, საქართველო ამ რეიტინგში 68-ე ადგილს დასჯერდა. ეს იმ ფონზე, როდესაც რეიტინგის მოწინავე პოზიციაზე მყოფ ქვეყნებში შესვლა თავისუფლად 174 ქვეყანის მოქალაქეს შეუიძლიუა.
რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აშშ, ფინეთი და შვედეთი.
მერე პოზიციაზე დანია და კანადა.
მესამე ადგილის მფლობელი ბელგია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კორეა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია და ესპანეთი არიან. მეოთხე ადგილს კი იყოფენ ავსტრია, ირლანდია და ნორვეგია.
”ტოპ-5” კი აგვირგვინებენ ახალი ზელანდია, სინგაპური და შვეიცარია. მეექვსე ადგილზე საბერძნეთია, ხოლო მეშვიდეზე - ავსტრალია. რეიტინგში მერვე პოზიციაზე მალაიზია და მალტაა, ხოლო მეცხრე ადგილზე კი ისლანდია. მეათე ადგილს კი ჩეხეთი და უნგრეთი ინაწილებენ.
მეზობელი თურქეთი და რუსეთი, რეიტინგში ერთიდაიმავე ადგილზე არიან და 38-ე ადგილს ინაწილებენ. აზერბაიჯანი 70-ე პოზიციის მფლობელია, ხოლო სომხეთი - 73-ე პოზიციის.
უკრაინა რეიტინგში 53-ე ადგილზეა.