აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უფასო გადამზადების კურსებში საერთაშორისო ორგანიზაცია „Mercy Corps“ და სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაერთო. 7 აპრილს, სასტუმრო „დივანში“ კვების ობიექტების მენეჯერებს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი სპეციალურ პრეზენტაციას ჩაუტარებს. პრეზენტაცია ითვალისწინებს საქართველოში სურსათის უვნებლობის კუთხით სიახლეებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული რეგულაციების გაცნობას. სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით ოფიციალურად მოწვეულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაცია „Mercy Corps“ მიერ. 2015 წლის მარტში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Mercy Corps“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „Mercy Corps“-ის საქართველოში ეხმარება ფერმერებს არსებული გამოწვევების და სიძნელეების გადალახვაში, ისინი მათ აწვდიან ინფორმაციებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და ტრენინგების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, მარტის მეორე ნახევრიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უფასო გადამზადების კურსებს სერვისის სამი მიმართულებით ატარებს - განთავსებისა და კვების ობიექტებისათვის. წელს პირველად გადამზადების კურსებში ჩაერთო ტურისტული კომპანიები. ტრენინგი ტურისტული ობიექტების მენეჯერების როგორც მმართველ, ასევე საშუალო რგოლს ჩაუტარდებათ. ამ ეტაპზე სულ 155 პიროვნება გადამზადდება.