„მივამართავთ ბატონ პრემიერ-მინისტრს: ან აჭარაში შექმნილ ვითარებას ყურადღება მიაქციოს და „ოცნება“ აზრზე მოიყვანოს, ან პირობას ვდებთ, რომ უზენაეს საბჭოს ქუჩაში გამოვიტანთ!“ - ამ განცხადებას უფლებადამცველები - მერაბ ბლადაძე და თამაზ ბაკურიძე აკეთებენ.
„ხალხი გაღიზიანებული და აღშფოთებულია. ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს, ქუჩაში გამოვა და ყველას - „ნაციონალია“, „ოცნება“, დიქტატორი თუ არადიქტატორი, წალეკავს. ვაფრთხილებთ ცენტრალურ ხელისუფლებას, თუ აჭარაში ეს მასკარადი არ დამთავრდება, რევოლუცია გარდაუვალია! იცოდეთ, 1992 წელი, როცა მთელი ხულო ბათუმში ჩამოვიდა, მონაგონი იქნება. მართალია, უზენაეს საბჭოში ერთი-ორი კაცი არის, ვისაც პატვს ვცემთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი უზენაესი საბჭო თავზე დაგვაჯდეს,“ - აცხადებს უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე და დასძენს, რომ აჭარლებს ამდენი მარაზმის ყურება ყელში ამოუვიდათ.
მისივე თქმით, სხვა პრობლემების გარდა, აჭარაში ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ყოველ კვირა თითო იპოთეკარი კვდება, მაგრამ მათი საკითხის გადაჭრას არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ აპირებს.
„დიახ, რევოლუცია აუცილებლად იქნება!“ - აცხადებს მერაბ ბლადაძე.