საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ლელოს“ ეკითხებიან, ელისაშვილი რომ ტერორისტია, რატომ არ გაემიჯნებითო, იურისტი არ ვარ, მაგრამ ხომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ელისაშვილმა სხდომაზე ასევე განმარტა, რომ ის არასოდეს ყოფილა "ლელოს" წევრი.
ალეკო ელისაშვილი: "რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის ახლა განხილვა, მოგეხსენებათ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი, რაზეც, მაგალითად, დღეს მიდიოდა და მიდიოდა ნამდვილად განხილვა, არის რომ პარტია „ლელო“ უნდა აიკრძალოს იმის გამო, რომ მე ვარ ტერორისტი. ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერაქტი, ამიტომ „ლელო“ უნდა აიკრძალოს. ნუ, ერთი რომ „ლელოს“ წევრი არ ვყოფილვარ არასდროს, „ლელოს“ სიაში რახან ვიყავი, ამიტომ წავედი...
მე და რატომ ვამბობ ამას, რა არის ჩემთვის გამაოგნებელი ამბავი: მოსარჩელე, ვინ არის? პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ხო? და იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც. ჯერ ერთი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც, როგორც შემდგარ და დასრულებულ ფაქტს, ისე აცხადებს, რომ მე ვარ ტერორისტი და ჩავიდინე ტერაქტი... და სარჩელშიც საერთოდ ეს უწერიათ, რომ რახან ტერორისტი ვარ, ამიტომ უნდა აიკრძალოს პარტია; და მოსამართლეებიც საკონსტიტუციო სასამართლოსი „ლელოს“ ეკითხებიან, რომ ელისაშვილი რომ ტერორისტიაო, რატომ არ გაემიჯნეთო?
ბიჭო, იურისტი არა ვარ, მარა ხომ არსებობს ასეთი რამ - უდანაშაულობის პრეზუმფცია? რაც გულისხმობს, რომ სანამ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს სამივე ინსტანცია ეროვნულ დონეზე, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო. სარჩელი როგორ ააგო მმართველმა პარტიამ იმაზე, რაც ჯერ არ არის გადაწყვეტილი?!
სააპელაციო სასამართლოში ვართ ახლა, ახლა ხომ იმის განხილვა მიდის, მე ვარ ტერორისტი თუ არ ვარ. ეს რაღაცა ამიკუსი თუ რაღაცა ჰქვია, სახალხო დამცველის, ხომ მაგაზეა? რომ ვარ თუ არა... პირველმა ინსტანციამ თქვა, რომ ტერორისტი ვარ, მე არ ვეთანხმები. აგერ ჩემი ადვოკატები არ ვეთანხმებით, ჩვენი მხარე, რომ მე ჩავიდინე ტერაქტი, მართლა არ მიმაჩნია, რომ ტერაქტი ჩავიდინე და იმიტომ ვასაჩივრებ და თან ხომ არ დამთავრებულა, ხო?
აგერ ამდენ ხანს პასუხს იმიტომ ველოდები, რომ სამართალი ვიპოვო, გავარკვიო. ვეუბნები, მე ვამბობ, რომ არა ვარ ტერორისტი, ის სახელმწიფო კი ამბობს, რომ ტერორისტისო. ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გამაოგნებელ კითხვებს სვამენ და იძახიან, რომ ტერორისტი რომ არის, რატომ არ გაემიჯნეთო.
ესეთი რაღაცა როგორ შეიძლება? და თქვენ რომ გადაწყვეტილება მიიღოთ, რასაც მე ველოდები, ხო? მე ველოდები, რომ თქვენ იტყვით, რომ არ ყოფილა არანაირი ტერორიზმი და დააბრუნოთ ეს საქმე უკან, საქალაქო სასამართლოში და უთხრათ, რომ არანაირი ტერორიზმი არ ყოფილა, არანაირი ტერორისტი ელისაშვილი არ არის და მოდით ახლა იმ მუხლით, რითაც იყო, თუ რაღაც სხვა მუხლით, ქონების დაზიანებით გამოიძიეთ ესე და ესე. მერე რა უნდა ქნას საკონსტიტუციო სასამართლომ? ამასობაში იმათმა გადაწყვეტილება გამოიტანონ და პარტია აკრძალონ?!ეგეთი ჩალით დახურული როგორ არი ეს ქვეყანა? შეიძლება ვინმემ ამიხსნას რა..."
მოსამართლე: "უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს სამივე ინსტანციაში პირდაპირ. მე სხვის განცხადებაზე პასუხს ვერ ვაგებ, ვერავის და მეც სხვას დავავალდებულე. მთავარი ის არის, რომ ჩვენ აქ არ დავარღვიოთ თქვენი უდანაშაულობის პრეზუმბცია, ესაა ჩემი მთავარი პრინციპი. ამიტომაც, სამივე ინსტანციაში მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმბცია, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ სამივე ინსტანცია არ იმსჯელებს, მანამდე თქვენ ვერავინ მოგიხსენიებთ, ვერცერთ დამნაშავედ, რაზეც თქვენ ბრალდებული ბრძანდებით".