კანონპროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვების 5 წლის ასაკიდან შეყვანას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიღებულია. ინიციატივა ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის. საუბარია ექვს წელთან მიახლოებულ ბავშვებზე, რომლებიც აღნიშნული ასაკის სასწავლო წლის დაწყებიდან დეკემბრამდე პერიოდში ხდებიან. მმართველ გუნდში მიიჩნევდნენ, რომ ხუთი წლის ასაკის ბავშვი სკოლისთვის მზად არ არის და პროექტს საკომიტეტო მოსმენების დროს აკრიტიკებდნენ, თუმა, საბოლოოდ, პროექტის ავტორმა კობა სუბელიანმა "ქართულ ოცნებაში" მხარდაჭერის მოპოვება მაინც შეძლო.