ის, რომ ე.წ. ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლების შეფასებით, არაფერს ნიშნავს. როგორც ჟენევაში დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, 18 მარტის ხელშეკრულება ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოებისთვის გაფორმდა. ჟენევის მოლაპარაკებების 31-ე რაუნდი დახურულ კარს მიღმა თითქმის რვა საათს გაგრძელდა. რუსეთის დელეგაციამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი უკმაყოფილება დღის წსრიგმა გამოიწვია, სადაც საუბარი დევნილების დაბრუნებას შეეხო. მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი 30-ი ივნისისთვის დაიგეგმა.