უმრავლესობამ და "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ თავს კასტრირება გაუკეთა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სევდია უგრეხელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამის მიზეზად სევდია უგრეხელიძე საკრებულოს წევრებისთვის სათათბირო ხმის შეზღუდვას ასახელებს.
მისი თქმით, თბილისის მთავრობის უმრავლესობა შეჩვეულია კულვარულად გადაწყვიტონ საკითხები.
„მივაღწიეთ ნაწილობრივ თბილისის მთავრობის გამოცვლას. ახლა იმედი გვაქვს რომ რაიმე სასიკეთოს დაგეგმავენ. მე ვარ საკრებულოს წევრი და თავისუფლად უნდა მიშვებდნენ თბილისის მერიაში, სათათბირო ხმის უფლება ჩვენ ჩამოგვართვა, ჩამოირთვა თვითონ საკრებულომ და იქ ხმის ამოღების უფლებაც არ გვაქვს. კასტირება გაუკეთა საკუთარ თავს უმრავლესობამ, როდესაც სათათბირო ხმა შეუზღუდა საკრებულოს წევრებს, მათ შორის საკუთარ თავს ისინი კულვარუილად არიან შეჩვეული გადაწყვეტილებების მიღებას. კი ბატონო, გვსურს დასწრება და მოსმენა რის გაკეთებას აპირებენ, რომ შევუწყოთ ხელი როგორც აქამდე ვუწყობდით ხელს", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
დღეიდან თბილისის მერიაში ახალმა მოადგილეებმა დაიწყეს მუშაობა.