მალე Apple ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიხედვითაც Android-ისა და BlackBerry OS-ის მოწყობილობებს ”ჩაკბეჩილი ვაშლის” პროდუქციაზე ”ცვლის”. პროექტის მიხედვით, Android-ისა და BlackBerry OS-ის სისტემის მოწყობილობების ჩაბარების სანაცვლოდ მომხმარებელი მიიღებს სპეციალურ სერთიფიკატს, რომლის მეშვეობითაც ის Apple Store-ში ნებისმიერ პროდუქტზე ფასდაკლებით ისარგებლებს.
აღნიშნულ სქემას Apple პირველად გამოიყენებს, ეს იმ ფონზე, როცა სხხვა მწარმოებლები ამ სქემით ხშირად სარგებლობენ.
პროექტის გათვლა იმაზეა, რომ iPhone, iPad-სა და Mac -ის მომხმარებლების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო Android-სა და BlackBerry OS-ს მომხმარებელტა რიცხვი კი შემცირდება.