დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა, რომელსაც ახალი წევრები ესწრებიან ხმაურით დაიწყო.
საკრებულოს ოპოზიციის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან სევდია უგრეხელიძე და ირაკლი ნადირაძე მერიაში მივდინენ და სხდომაზე დაწრება მოითხოვეს.
საკრებულოს წევრების განმარტებით, მათ ცალკეულ საკითხებზე მთავრობის ახალი წევრების პოზიციის მოსმენა უნდოდათ.
უგრეხელიძეს და ნადირაძეს თავდაპირველად სხდომაზე არ უშვებდნენ, რამაც შენობის მოსაცდელში კამათი და ხმაური გამოიწვია. მოგვიანებით კი უგრეხელიძე და ნადირაძე სხდომაზე დაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავრობის სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.