თბილისის მერიასთან საპატრულო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
შესაბამისი სამსახურების გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი რაც იპოთეკით დაზარალებულმა აქციის მონაწილეებმა მერიაში ის შენობაში შესვლა ძალით სცადეს.
მათი განცხადებით ისინი თბილისის მერთან დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდნენ თუმცა მათ დავით ნარმანია არ შეხვდა.
დაპირისპირების დროს დაშავდა აქციის ერთი მონაწილე.
მას გული წაუვიდა რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.