საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ბერუჩაშვილი დარწმუნებულია, რომ ჩეხეთის პარალამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება წარმატებით დასრულდება.
"სპეკულირება საკითხზე, რომელიც ეხება ძალიან მნიშვნელოვან, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ასევე ბმა თემისა, რომელიც არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებული, არ მიმაჩნია მიზანშეწონილიად. ჩეხეთის პარლამენტში დაიწყება რატიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები და დარწმუნებული ვარ შესაბამისი პროცედურის შემდეგ ეს საკითხი წარმატებით დასრულდება " - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, შესაძლოა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხი დადგეს.ამის შესახებ, ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიციკაცია ჩეხურ კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური დავის გამო გადადო.