,თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გადადებულ შეხვედრას ეხმიანება და აცახდებსა, რომ მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების სვლით აგრძელებს სიარულს.
"მგონია, რომ უმრავლესობა გაებუტა პრეზიდენტს. ალბათ იმიტომ, რომ პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
გაბუტვის გამო მათ დღეს უარი თქვეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაზე, როგოროცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხი. აქ ჩანს დღევანდელი უმრავლესობის დამოკიდებულება და პატივისცემა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. სამწუხაროდ, მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების სვლით აგრძელებს სიარულს. ესაა სამწუხარო რეალობა", _აცხადებს აბაშიძე.
პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. როგორც ჟურნალისტებთან პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ განაცხადა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თხოვნით გადიდო.
,,საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომლის თხოვნითაც აღნიშნული შეხვედრა გადადებული იქნა. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ალბათ ეს შეხვედრა კვლავ დაინიშნება”, - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.
პრეზიდენტის პრესსამსახურში შეხვედრის გადადების მიზეზს ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ.
შეხვედრაზე მხარეებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე უნდა ემსჯელათ.