სირიაში ისლამისტ ტერორისტებთან ბრძოლაში გერმანიის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
ის ე. წ. ,,ისლამური სახელმწიფოს” მეომრების წინააღმდეგ ამბოხებული ქურთების რიგებში იბრძოდა.
19 წლის გერმანელი ივანა ჰოფმანი სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობდა.