საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი ხელისუფლების მიერ ე.წ. ,,ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი მაშინ უნდა დაეწყოთ როცა მილიონებს ხარჯავდნენ პრემიებში, დანამატებსა და უცხოეთში ვოიაჟებში.
,,ქამრები უნდა შემოეჭირათ მაშინ როცა ათეულობით მილიონს ხარჯავდნენ პრემიებში, დანამატებში, უცხოეთში ვოიაჟებსა და ძვირადღირებულ მანქანებში. რაც შეეხება საბიუჯეტო პროცესს, მათ მოუწევთ ბიუჯეტის სეკვესტრი და მთელი რიგი იმ პროექტების შეკვეცა ან გაუქმება რომელიც მართლაც რომ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის. უმრავლესობის მხრიდან აპელირება ხდება ქუთაისის პარლამენტის შენობაზე და მინდა მათ ვუთხრა რომ ხელი აიღონ ძველი, ამორტიზებული თბილისის შენობაზე თანხების ხარჯვისგან თავიანთი პირადო კომფორტის მოსაწყობად, რომ არ შეწუხდნენ ქუთაისში სიარულით. ჩაიხედონ კონსტიტუციაში, ნუ დაარღვევან კანონს რაც თავისთავად აღარ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს და ესეც იქნება შეღავათი ჩვენი მოსახლეობისთვის”, -აცახადებს მელიქიშვილი.