,,თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 15:00 საათზე შეხვდებიან. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მხარეებს შორის კონსულტაცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ გაიმართება.
,,ჩვენ მიგვაჩნია რომ რიგგარეშე სხდომა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად უნდა მოვიწვიოთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რადგან ეს ინსტიტუტები განაპირობებენ იმ სავალუტო მდგომარეობას რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. გვაინტერესებს რეალურად ვისი რა წილი პასუხისმგებლობაა შექმნილ ვითარებაშია და დასრულდეს გადაბრალების პოლიტიკა”, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ.