დღეს, 6 მარტს, 12.00 საათზე, ქ. ბათუმში, სასტუმრო შერატონში დაგეგმილ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
ფორუმის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრებთან