საქართველოს ეკონომიკური აქტივობა შენელებულია. საქართველოში სტუმრად მყოფი სსფ-ს მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფითსის განმარტებით, იანვარში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, გამოშვება მხოლოდ 0,5 %-ით გაიზარდა.
„მიმდინარე წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2 %-ის მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია. საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური აქტიობა უფრო მეტადაა შენელებული და მათი ვალუტების გაუფასურება აზიანებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას“, - აცხადებს მარკ გრიფითსი.
მისივე განმარტებით, საქართელოს ეკონომიკაზე ძლიერი გარე შოკების რამდენიმე ფაქტორის კომბინაციამ იქონია გავლენა. მათ შორისაა რუსეთ-უკრაინის კრიზისი, რუსეთში რეცესიის გაღრმავება და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია.
„ამ შოკების გამო საქართველოს ექსპორტი 30 %-ით არის შემცირებული, ხოლო უცხოეთში მომუშავე ქართველების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები კი 25 %-ით“,- აცხადებს სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი.
მარკ გრიფითსი ამბობს, რომ ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან შემოსავლების კლების გამო გაზრდილია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2014 წლისთვის მთლოიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9,5 %-ია.
„უცხოური ვალუტის შემცირების გამო 2014 წლის იანვრიდან ლარი 20 %-ზე მეტით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი დიდია და ბევრ სხცვა ქვეყანაშიც მსგავსი სიტუაციაა დოლარის გამყარების გამო. მართლაც რეგიონში ბევრი ვალუტა ლარზე მეტად გაუფასურდა. შექმნილი ვითარებიდან კი აშკარაამ რომ დოლარის მიმართ გაუფასურებული ლარი ხარჯებს უზრდის მათ, ვისაც კრედიტები აქვთ უცხოურ ვალუტაში. ეს კი ეკონომიკურ ზრდას შეანელებს“, - აცხადებს მარკ გრიფითსი.