28 თებერვალს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხზე იმსჯელებენ პარლამენტის ბიუროზე.
ბიუროზე დაზუსტდება დრო და განისაზღვრება დღის წესრიგი.
რიგგარეშე სესიაზე ერთადერთ საკითხს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას განიხილავენ.
უცნობია, შეიკრიბება თუ არა რიგგარეშე სხდომაზე კვორუმი, რადგან სხდომას "თავისუფალი დემოკრატები" არ დაესწრებიან.
მისვლას არც უმრავლესობის ნაწილი გეგმავს. მათივე ინფორმაციით, ქუთაისში ჩასვლას არც ეკონომიკური ბლოკის მინისტრები აპირებენ.
რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატორი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი ამბობენ, მთავრობა და უმრავლესობა თავს არიდებენ ეკონომიკური კრიზისის შესახებ კითხვების მოსმენას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, მას არ აქვს რეგლამენტით მინიჭებული უფლება დაავალდებულოს მთავრობის წევრები მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში.