ხვალ, 26 თებერვალს, 11:00 საათზე საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, გაგარინის ქ. 29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან), გაიმართება პრესკონფერენცია ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებზე აშშ დოლარში გაცემულ სესხებზე უპრეცედენტო შეთავაზების თაობაზე. პრესკონფერენციას გაუძღვება საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური.