25 თებერვალს, 10:45 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. #13) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან. შეხვედრას დაესწრებიან ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.
შეხვედრა წარიმართება დიალოგის ფორმატში და დაეთმობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის და ეკონომიკისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საუბარს.