ევროზონაში იანვარში სამომხმარებლო ფასები, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 0,6 %-ით შემცირდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარში დეფლაციის მაჩვენებელმა, ევროზონის რეკორდის დამყარებაც კი მოახერხა.
უნდა აღინიშნოს, რომ სამომხმარებლო ფასები, იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით 1,6 %-ით შემცირდა.