კუბაში ყოველწლიური ჰავანური სიგარების ფესტივალი იწყება. მიმდინარე წელს, კუბაში აშშ-დან ჩასულ სტუმრებს, ნახევარ საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ნება დართეს, რომ ცნობილი სიგარა საკუთარ სამშობლოში წაიღონ.
ახალი წესების მიხედვით, რომელიც აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობების დალაგების შემდეგ ამოქმედდა, ამერიკის მოქალაქეებს უფლებას აძლევს, რომ ბარგით, 100 დოლარის ღირებულების თამბაქო გაიტანონ.
ჰავანური სიგარა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება, კუბის ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ, აშშ-ში მათი გატანა აიკრძალა. კუბური სიგარის მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ თუ ემბარგო მოიხსნება, მაშინ ისინი აშშ-ში ბაზრის მსხვილი სეგმენტის დაკავებას შეძლებენ.