2015 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 22 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 14 პროცენტი შეადგინა. თხილისა და სხვა კაკალის ექსპორტი უდრიდა 19 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 12 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 17 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 694 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 156 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 538 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარში 382 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.