Cadillac DTS, რომელიც ცნობილ ამერიკელ მილიარდერს უორენ ბაფეტის კუთვნილება იყო საქველმოქმედო ინტერნეტ აუქციონზე 122,5 ათას დოლარად გაიყიდა, რაც 10-ჯერ აღემატება მის საფასო ღირებულებას.
როგორც ამერიკული მედია წერს, ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი აუქციონიდან მიღებულ თანხას მთლიანად საქველმოქმედო ორგანიზაცია Girls Inc-ის ანგარიშზე მიმართავს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ორგანიზაციაში მუშაობს მილიარდელის ქალიშვილი.
რაც შეეხება ავტომობილს ის 2006 წელს იყო გამოშვებული და ექსპერტების შეფასებით, მისი საბაზრო ღირებულება 12 ათას დოლარს შეადგენს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ავტომობილის საბარგულზე ბაფეტმა საკუთარი ავტოგრაფიც დატოვა და როგორც მილიარდელმა განაცხადა თავად გადასცემს გასაღებს ავტომობილის ახალ მფლობელს.